1:17 PM სტანკოვიჩი კარიერას დაასრულებს? | |
![]() გამოცდილმა ნახევარმცველმა ძალიან მალე შესაძლოა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს. Sky Sport Italia იტყობინება, რომ, დღეს, 34-წლის ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი "ინტერის” ხელმძღვანელობას შეხვდა და კლუბში თავისი სამომავლო პერსპექტივები განიხილა. ამ დროისთვის, ჯერჯერობით, მოლაპარაკებების შედეგი ცნობილი არაა. გამოცდილ სერბს, შეგახსენებთ, "ნერაძურისთან” მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა, დეიანმა ტრავმის გამო გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ახლა კი, ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის გეგმებში არ შედის. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და მისი აგენტი "ინტერთან” ხელშეკრულების გაწყვეტას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სტანკოვიჩს კარიერა, დიდი ალბათობით, MLS-ის ერთ-ერთ კლუბში უნდა გაეგრძელებინა. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ დეიანმა ბუცები ლურსმანზე უკვე ამ ზაფხულს ჩამოკიდოს. წყარო: Sky Sport Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |