7:30 PM
სფფ წლის საუკეთესო ფეხბურთელებს 26 დეკემბერს დააჯილდოვებს



26 დეკემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ახალ სპორტ-კაფეში სფფ-ის წლის შემაჯამებელი დაჯილდოება გაიმართება. ამ ღონისძიების შესახებ, ჩვენ ცოტა ხნის წინაც ვიუწყებოდით. 

მოგეხსენებათ, სფფ-მ სპეციალური ანკეტების მეშვეობით, ორ ნომინაციაში - 2012 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და 2012 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გამოკითხა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები. გამოკითხულებმა თითო ნომინაციაში სამ-სამი ნომინანტი ამოირჩიეს და რიგითობის მიხედვით შესაბამისი ქულები მიანიჭეს. ამასთან, სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს გულშემატკივრის რჩეული, 2012 წლის საუკეთესო ლეგიონერის გამოსავლენი გამოკითხვა, სადაც, ამ დროისათვის მონაწილეთა უპრეცენდენტო რაოდენობაა დაფიქსირებული, რაც ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი გულშემატკივარი ასე აქტიურადაა ჩაბმული თავისი ფავორიტის გამოსავლენად. ფეისბუქში მიმდინარე გამოკითხვა დღეს, გვიან ღამით დასრულდება და შესაბამისად, ყველა ერთად გავიგებთ ქართველ გულშემატკივართა რჩეულის ვინაობას.

დღეს, უკვე დასრულდა ანკეტების მიღებაც და ამჟამად, მიმდინარეობს ქულების დაჯამების პროცესი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წლის შემაჯამებელი დაჯილდოება 26 დეკემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ახალ სპორტ-კაფეში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. სფფ-ისგან სპეციალური პრიზები გადაეცემა - გულშემატკივართა (ფეისბუქის) რჩეულს, 2012 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს, 2012 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს და სფფ-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელს. დაჯილდოებასთან ერთად, ღონისძიებაზე შევაჯამებთ გასულ წელს, მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს და საგანგებოდ დამზადებული ვიდეოკლიპებიდან, ყველა ერთად, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ გასულ წელს ქართულ ფეხბურთში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. 

დაჯილდოებას დაესწრებიან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, ქართული კლუბების ხელმძღვანელები, ნაკრებების მწვრთნელები, ნომინანტები, ფეხბურთელები და რაღა თქმა უნდა, სპორტული მედიის წარმომადგენლები. 

სფფ-ის პრესსამსახური
 
ნანახია: 246 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: