9:52 PM
სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფი სეზონს აქტიურობით შეხვდება



გარიგებული მატჩების გამოვლენა ძალზე საჭირბოროტო თემაა არამხოლოდ ქართულ ფეხბურთში, არამედ მსოფლიო სპორტის მასშტაბებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, 17 ივნისს სფფ-ის სპორტული სამართლიანობის ჯგუფი შეიკრიბა, რომელმაც იმსჯელა სფფ-ის ეფექტური პოლიტიკის დანერგვაზე და ამ მიმართულებით, სახელმწიფო თუ სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის პერსპექტივაზე. ჯგუფის მიზანია, სამუშაო პროექტის შემუშავება და პროცესის ხელმძღვანელობა; ურთიერთობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან – სამართალდამცავ სტრუქტურებთან, საშეჯიბრო ორგანოებთან, ფიფასთან და უეფასთან; ასევე, იურიდიული საკითხების მოგვარება და სფფ-ის ეგიდით გამართული შეჯიბრებების მონიტორინგი.

ახალი სეზონის დასაწყისისთვის, სპორტული სამართლიანობის ჯგუფი მოამზადებს კონკრეტული, პრაქტიკული წინადადებების პაკეტს, რომელიც დამყარებული იქნება მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილებასა და ქართული ფეხბურთის სპეციფიკაზე და ამ ყველაფერს მიაწვდის სფფ-ის ხელმძღვანელობას.

ქართული ფეხბურთის სუბიექტებთან აზრთა გაზიარების მიზნით, სპორტული სამართლიანობის ჯგუფს დაგეგმილი აქვს რეგიონებში სემინარების ჩატარება, რომელიც, იმედია, ხელს შეუწყობს გარიგებული თამაშების პრევენციასა და ამ საკითხებზე დაინტერესებული მხარეების მეტად გაცნობიერებას.

სფფ-ის პრესსამსახური

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 317 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: