10:10 PM Sport-Express: “პსჟ” კაპელოს წელიწადში 20 მილიონს გადაუხდის | |
![]() რუსეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, საფრანგეთიდან "გემრიელი” შემოთავაზება აქვს. დღეს, დილით, პარიზში "პარი სენ ჟერმენის” ხემძღვანელობასა და ფაბიო კაპელოს შვილ პერფილიპო კაპელოს შორის, რომელიც მამამისის აგენტია, მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც ვარაუდობენ, ფაბიო კარლო ანჩელოტის შეცვლის მთავარი პრეტენდენტია, რომელსაც უკვე დიდი ხანია, რაც მადრიდის "რეალი” იწვევს. რუსული გაზეთის, Sport-Express-ის მიხედვით, "პსჟ”-ს ხელმძღვანელობა, რომელსაც ყატარელი შეიხები ფლობენ, იტალიელ სპეციალისტს წელიწადში არასრულ 20 მილიონ ევროს თავაზობენ. ეს იმიტომ, რომ საფრანგეთში არსებული გადასახადების გამო, კაპელოს ამ თანხის ნახევარზე მეტის გადახდა, მთავრობაში მოუწევს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრების თავკაცის ხელფასი, ამჟამად ექვს მილიონ ევროს შეადგენს. წყარო: Sport-Express | |
|
სულ კომენტარები: 0 | |