11:51 AM SOS! “ზესტაფონს” დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს | |
![]() საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის” სტადიონსა და ბაზას დავალიანების გამო, გუშინ, 2 საათზე ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტეს. მას შემდეგ, რაც ილია კოკაიამ "ზესტაფონი” მუნიციპალიტეტს გადასცა, კლუბში გაურკვეველი სიტუაციაა, ფინანსური პრობლემებიც ამან გამოიწვია. ზესტაფონის გამგეობა და სპორტის სამინისტრო კლუბში არსებული ვითარების მოგვარებას გულშემატკივარს უკვე შეპირდნენ, თუმცა ამ დრომდე გარკვეული არაფერია. იმ შემთხვევაში თუ დროულად არ მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, სტადიონის საფარი მოურწყველობის გამო დაზიანდება. კლუბის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა სახელმწიფო სტრუქტურები და სფფ. როგორც კლუბში აცხადებენ, მათ დიდი იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო პროგრამა როგორც მუნიციპალური, ისე კერძო კლუბების ბედითაც დაინტერესდება. Geosports.Ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |