საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე იწყება. ოთხშაბათს მე-12 ტურის ყველა მატჩი გაიმართება. გათამაშების ცხრილის მეოთხეადგილოსანი საჩხერის "ჩიხურა" სოფელ ივანწმინდაში ბოლოადგილოსან ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. საჩხერლებმა პირველი წრე საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეოთხე ადგილზეც დამსახურებულად არიან. რაც შეეხება "კოლხეთს", გუნდს მე-12 ტურამდე ერთხელაც არ უმარჯვია. ამ შეხვედრაში "ჩიხურა", რა თქმა უნდა, ფავორიტია. ტურის წინ Geosports.ge საჩხერელთა გოლკიპერს გიორგი სომხიშვილს ესაუბრა.
- პირველი წრე დასრულდა. როგორ შეაფასებ გუნდის ასპარეზობას?
- ვფიქრობ, რომ პირველი წრე ნორმალურად ჩავამთავრეთ. გუნდის ასპარეზობას დადებითად შევაფასებ. ამ ეტაპზე, ოთხეულში ვართ, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, ოთხშაბათს მეორე წრე იწყება, ამიტომ ყველაფერი წინ არის.
- მე-12 ტურში თქვენი მეტოქე ფოთის "კოლხეთია", როგორ ემზადებით მოახლოებული მატჩისთვის?
- ჩვენ ყველა თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება გუნდის მეტოქე. მიუხედავად იმისა, რომ ფოთელებს პირველ წრეში მოგება არ ჰქონიათ, ეს არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ძალია კარგი შემადგენლობა ჰყავთ და მათთან 3 ქულის მოპოვება არც ისე იოლი იქნება.
- რა არის საჩხერის "ჩიხურას" მიზანი მეორე წრეში?
- ჩვენი მიზანი, ისევ და ისევ, ექვსეულში მოხვედრაა. პირველი წრე ნორმალურად ჩავამთავრეთ. მეორეშიც იგივე ამოცანას ვუსახავთ საკუთარ თავს, მოწინავე პოზიციებზე უნდა დავასრულოთ.