10:02 PM სნეიდერმა “ჩელსის” “გალათასარაიში” დარჩენა ამჯობინა | |
![]() ლონდონის "ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ყველა უესლი სნეიდერზე ალაპარაკდა. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელსა და პორტუგალიელს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, ამიტომ სნეიდერის "გალურჯება” სრულიად შესაძლებელია, თუმცაღა თავად ფეხბურთელმა განაცხადა, როგორც მინიმუმ, ნახევარი წელი "გალათასარაიში” მინდა დარჩენაო. "მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მასთან მუშაობაც მომწონდა, მაგრამ "გალათასარაიდან” ახლავე წასვლა არ შემიძლია. მინდა, რომ მომავალ იანვრამდე მაინც დავრჩე აქ და გუნდს დავეხმარო. ახალმა ქვეყანამ შესანიშნავად მიმიღო და არ შემიძლია ასე უბრალოდ შევაქციო ზურგი კლუბსა და გულშემატკივრებს. ამასთანავე, სტამბული უკვე შემიყვარდა”, – განაცხადა სნეიდერმა. წყარო: Milliyet | |
|
სულ კომენტარები: 0 | |