2:13 PM
Sky Sport Italia: "იუვენტუსი" ვილიაზე გადაერთო



იტალიური გამოცემის თანახმად,ტურინელებმა "ბარსელონასთან" თავდამსხმელის ნახევარწლიან არენდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყეს.

მოგეხსენებათ,"იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.იტალიის ჩემპიონის ინტერესების სფეროში დიდიე დროგბა,ფერნანდო ლიორენტე და ასევე "სელტიკის" ფორვარდი გარი ჰუპერია მოქცეული.

ახლა კი დავიდ ვილიას დრო მოვიდა,რომელმაც,მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ ლურჯ-ბროწეულისფერების ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა,რის გამოც ძალიან შეწუხებულია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ თუ ესპანელი "იუვეში" გადაბარგდება,მაშინ იგი "ბებერ ქალბატონს" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ დაეხმარება,რადგან ამ წელს მას ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" მაისურით მატჩი უკვე ჩატარებული აქვს.
 
ნანახია: 253 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: