0:10 AM
Sky Italia: გვარდიოლას "ბაიერნი" უფრო მეტს გადაუხდის, ვიდრე "ჩელსი" და "სიტი" სთავაზობდა



როგორც უკვე ცოტა ხნის წინ შეგატყობინეთ, "ბარსელონას" ექს-მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მიუნხენის "ბაიერნთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მიუნხენელებს სათავეში 2013-წლის ივლისიდან ჩაუდგება.

41-წლის ესპანელ სპეციალისტს "ბაიერნი" უფრო მეტს გადაუხდის, ვიდრე "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა სთავაზობდა, იტყობინება Sky Italia.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა კატალონიის "ბარსელონას" 2008-წლიდან 2012-წლამდე წვრთნიდა და ამ დროის განმავლობაში მან გუნდს ესპანეთის ლა ლიგა და სუპერთასი სამჯერ, ხოლო კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა.
 
ნანახია: 261 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: