7:30 PM
სქოულზი "რეალთან" ვერ ითამაშებს



"ემიუს" ვეტერანი ნახევარმცველი გუნდთან ერთად მადრიდში არ ჩაფრინდა.

მუხლის დაზიანების გამო 39-წლის ვეტერანი პოლ სქოულზი "მანჩესტერ იუნაიტედის" დახმარებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ვერ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკუნების" პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ალექს ფერგიუსონმა გადაწყვიტა, რომ ჩამშლელი ესპანეთში არ წაეყვანა.

გარდა ამ ცუდი სიახლისა, "მანჩესტერის" ბანაკში კარგი სიახლეცაა - შემტევი ნახევარმცველი ეშლი იანგი გამონჯამრთელდა და მადრიდელებთან სათამაშოდ მზადაა.
 
ნანახია: 257 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: