9:20 PM
“სკუადრა აძურას” კანავარო ჩაიბარებს?



იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი ვაკანტური პოსტის დაკავების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ფაბიო კანავარო, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იტალიის ნაციონალური ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რომელიც ვაკანტური მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება. "სკუადრა აძურას” ამჟამინდელი თავკაცი ჩეზარე პრანდელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ გეგმავს, რომელიც მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება.

გარდა ფაბიოსი, ვაკანტური თანამდებობის დაკავების კანდიდატებად სახელდებიან: მასიმილიანო ალეგრი, რობერტო მანჩინი, ლუჩიანო სპალეტი, ანტონიო კონტე, ფაბიო კაპელო და ალბერტო ძაკერონი.

თუმცა, Sport Mediaset-ის ცნობით, იფფ-მ შესაძლოა კანავაროს დანიშვნის კანდიდატურაც განიხილოს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იტალიის ნაკრების ექს-კაპიტანს სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია.

კანავარო სერიოზულ ვარიანტაც შესაძლებელია მაშინ იქცეს, როდესაც იფფ ნაკრების მწვრთნელის ყოველწლიურ ანაზღაურებას 1,5 მილიონიდან 600 000 ევრომდე შეამცირებს.

წყარო: Sportmediaset

ნანახია: 325 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: