4:05 PM სკოლარი: “ბრაზილიამ ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო” | |
![]() ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, იაპონიასთან დამაჯერებელ გამარჯვებას კომენტარი გაუკეთა. "მე მგონი, ოპტიმალურ შემადგენლობას მივაგენით. ასევე გვაქვს კარგი სარეზერვო ვარიანტები, რომელთაც, მოედანზე შემოსვლის შემდეგ, დიდი სარგებელი მოაქვთ გუნდისთვის. დროთაგანმავლობაში უკეთესები ვხდებით”, – განაცხადა სკოლარიმ. "უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ნეიმარი კარგი ფეხბურთელია. შეიძლება ის ზოგჯერ არ იყოს საუკეთესო მოედანზე, მაგრამ უეჭველია, რომ ძალიან ნიჭიერია. მთავარია, ფეხბურთელებმა გუნდური სულისკვეთება დააყენონ პირველ ადგილზე”. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |