12:16 PM “სიტიმ” “სევილიას” ნავასის სანაცვლოდ “კარგად” გადაუხადა | |
![]() ძალიან მალე ესპანური კლუბის შემტევი ნახევარმცველის "მან სიტის” რიგებში გადაბარგება ოფიციალურად დადასტურდება. ამავდროულად, "სევილიას” პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და ხესუს ნავასის ზოგიერთი დეტალი გაგვიზიარა. "ვფიქრობ, ამ გარიგებით ჩვენც კმაყოფილნი დავრჩით და თავად ხესუსიც. "მან სიტიმ” ნავასის სანაცვლოდ "კარგად” გადაგვიხადა. უფრო მეტი, ვიდრე ველოდით”, – განაცხადა დელ ნიდომ. მიუხედავად ამისა, ანდალუსიელების ბოსმა ჯერჯერობით ნავასის ტრანსფერის ზუსტი ღირებულების დასახელებაზე უარი განაცხადა. მედიის აზრით კი, მხარეები 23-28 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |