11:14 AM “სიტი” ფერნანდინიოში 50 მლნ ევროს გადახდას არ აპირებს | |
![]() "მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი "შახტარის” ნახევარმცველ ფერნანდინიოში 50 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. "შახტარის” მწვრთნელმა განაცხადა, რომ ფერნანდინიო 50 მილიონი ევრო ღირს. ვფიქრობ, ეს თანხა ძალიან ბევრია”. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ "სიტიმ” გასულ სეზონში სინკლეირი 6,2 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. "არ ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვით. როდესაც ჩვენ იგი შევიძინეთ, ვფიქრობდით, რომ იგი კარგი ფეხბურთელია. ჩემთვის რთულია იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება სკოტი. იგი გუნდში ჯონსონის შემცვლელად მოვიყვანეთ და ვიმედოვნებდით, რომ სინკლეირი ადამის მსგავსად ითამაშებდა, თუმცა მათი თამაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |