3:56 PM “სიტი” ფალკაოსა და ნეიმარისთვის ბრძოლას გამოეთიშა | |
![]() "ქალაქელთა” ხელმძღვანელობამ უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ნეიმარისა და ფალკაოს შეძენით არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, უკვე დიდი ხანია რაც "მანჩესტერ სიტი” ბრაზილიელისა და კოლუმბიელის გადაბირების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ, უარყო გავრცელებული ჭორები. "ფალკაო და ნეიმარი? არა, ისინი ჩვენი სატრანსფერო პრიორიტეტები არასდროს ყოფილნან.”-მოკლე და ნათელი განცხადება გააკეთა სორიანომ. გარდა ამისა, ესპანელმა აგრეთვე უარყო ჭორები, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში შესაძლოა მათ სერხიო აგუერო გაუშვან. სულ ცოტა ხნის წინ, პრესა არგენტინელი ფორვარდის სახელს, მადრიდის "რეალსა” და კატალონიის "ბარსელონას” უკავშირებდა. "მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვსურდა აგუეროს გაყიდვა.”-დაასრულა "სიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა. გაითვალისწინეთ, მედია ნეიმარის სახელს "ბლაუგრანასა” და "სამეფო კლუბს” უკავშირებს. რაც შეეხება რადამელ ფალკაოს, მისი ყიდვის მთავარ კანდიდატებად, ლონდონის "ჩელსისა” და "მონაკოს” მოიაზრებენ. წყარო: Tuttomercato | |
|
სულ კომენტარები: 0 | |