"მანჩესტერ სიტი" მარიო ბალოტელის "მილანში" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, იტყობინება The Guardian.
ინგლისურ კლუბში იმედოვნებენ, რომ "როსონერის" პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის განცხადება ბალოტელიზე გუნდის მთავარ მწვრთნელსა მასიმილიანო ალგრიზე და სამწვრთნელო შტაბზე ზეგავლენას არ მოახდენს.
მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე დღის წინ სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მარიომ მასზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რასაც ბალოტელის აგენტი მინო რაიოლაც გამოეხმაურა.
მიმდინარე სეზონში 22-წლის ფორვარდმა "მანჩესტერ სიტის" მაისური ინგლისის პრემიერ ლიგის 13 მატჩში მოირგო და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.