10:15 PM “სიტი” “ლაციოს” მცველის თამაშს აკვირდება | |
![]() უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შტეფან რადუ შესაძლოა ნისლიან ალბიონზე აღმოჩნდეს. Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა მზადაა რუმინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. თუმცა, რომაელებს სამი მილიონით მეტის მიღება სურთ. უკვე დიდი ხანია, რაც "ქალაქელთა” ხელმძღვანელობა რადუს თამაშს აკივრდება და ახლა მათ მისი გადაბირება დაგეგმეს. აღსანიშნავია, რომ 26 წლის მცველს, დაცვის ცენტრსა და ფლანგზე თამაში შეუძლია. წყარო: Daily Mail | |
|
სულ კომენტარები: 0 | |