9:30 PM
"სიტი" კომპანის გაძევებას გაასაჩივრებს



მანჩესტერელები თვლიან, რომ გუნდის კაპიტანს არასამართლიანად უჩვენეს წითელი ბარათი.

როგორც Sky Sports იტყობინება, "მანჩესტერ სიტიმ" ცენტრალური მცველის ვენსან კომპანის წითელი ბარათი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში გაასაჩივრა, რომელიც მან "არსენალთან" გამართულ გუშინდელ მატჩში (2:0) ჯეკ უილშირის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სწორედ ამიტომ, იგი პრემიერ ლიგის ორ მატჩს "ფულემისა" და "ქუინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ გამოტოვებს, გარდა ამისა, ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის შეხვედრას "კრისტალ პალასთან".

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რობერტო მანჩინის სიტყვებით ეს აპელაცია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უნდა გაამართლოს, რადგან გუშინდელ შეხვედრაში მაიკ დინმა ბელგიელი მცველის გაძევებით "დიდი შეცდომა" დაუშვა.
 
ნანახია: 283 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: