9:19 PM
სინკლერმა “მან სიტი” “ვესტ ბრომვიჩში” გაცვალა



"ქალაქელებმა” ახალგაზრდა ვინგერი გაანათხოვრეს.

"ვესტ ბრომვიჩის” ოფიციალური საიტი იუწყება, რომ კლუბმა ნახევარმცველი სკოტ სინკლერი, რომელიც ახალ კლუბში ათნომრიანი მაისურით ითამაშებს, ორწლიანი არენდით აიყვანა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ, "ტომრებს” ვინგერის კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.

შეგახსენებთ, სინკლერი "სიტის” ჯერ მხოლოდ გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა "ქალაქელთა” მაისურით მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი გატანილი არცერთი გოლით არ გამოუჩენია.

წყარო: wba.co.uk

ნანახია: 328 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: