8:38 PM
"სიდნეის" მწვრთნელმა პოსტი დელ პიეროს გამო დატოვა



ინგლისელმა სპეციალისტმა იენ კრიკმა "სიდნეის" მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გუნდში ისეთი სახელგანთქმული ფეხბურთელის ყოლა გამოდგა,როგორიც ალესანდრო დელ პიეროა.

"დელ პიეროს მოსვლის შემდეგ, "სიდნეი" მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში და ,შესაბამისად,დიდ წნეხში მოექცა.სიმართლე გითხრათ,ასეთ ზეწოლას ვერ ვუმკლავდებოდი და ალბათ ამიტომაც იყო,რომ "სიდნეი" მატჩს მატჩზე აგებდა."-აღნიშნა კრუკმა.

49 წლის სპეციალისტმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება შაბათს,"მელბურნთან" წაგების (2:3) შემდეგ გააკეთა.აღნიშნულ შეხვედრას "სიდნეი" 2:0-ს იგებდა,მეორე ტაიმის შუაში დელ პიეროს შეცვლამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ლეგენდარული იტალიელი შემტევის გარეშე დარჩენილმა კრუკის გუნდმა საკუთარ კარში 3 გოლი მიიღო.6 ტურის შემდეგ,"სიდნეი" 6 ქულას ფლობს და 10 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციას იკავებს.
 
ნანახია: 250 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: სიდნეის მწვრთნელმა პოსტი დელ პიეროს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: