11:03 PM შვაინშტაიგერს ოპერაცია ჩაუტარდა | |
![]() მიუნხენის "ბაიერნის” ნახევარმცველმა და ლიდერმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კოჭზე ქირურგიული ჩარევა გადაიტანა. დაძაბული და წარმატებული სეზონის შემდეგ, "ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ციურიხში მცირე ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც კლუბის ექიმებმა სეზონის დასრულებამდე გადადეს. მიუნხენელები შვებულებიდან 26 ივნისს დაუბრუნდებიან, თუმცა იმ დროისათვის შვაინშტაიგერს შეეძლება თანაგუნდელებს დაუბრუნდეს და მათთან ერთად წინასასეზონო მზადება დაიწყოს. ცნობისათვის, 28-წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის” მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. წყარო: Kicker | |
|
სულ კომენტარები: 0 | |