11:39 AM შვაინშტაიგერი “ჩელსისთან” მზად იქნება | |
![]() მიუნხენის "ბაიერნის” ვიცე-კაპიტნის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგის მატჩში, სადაც ერთმანეთს "ფრაიბურგისა” და "ბაიერნის” მოთამაშეები დაუპირისპირდნენ (1:1), ბასტიან შვაინშტაიგერმა ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც მან მოედანი ნაადრევად დატოვა. დღეს, გერმანელ ნახევარმცველს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ძალიან რთული არ აღმოჩნდა. უახლოეს მომავალში იგი გუნდს დაუბრუნდება. როგორც ცნობილია, შვაინშტაიგერი მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაისვენებს და გუნდს სწორედ უეფას სუპერ თასის შეხვედრის წინა დღეს შეუერთდება. წყარო: FC Bayern Munich | |
|
სულ კომენტარები: 0 | |