უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანატოლი კონკოვმა კიევის "დინამოსა" და "მილანის" ლეგენდას,ანდრეი შევჩენკოს ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.
შეგახსენებთ,რომ ოლეგ ბლოხინის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად გადასვლის შემდეგ,უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი თავისუფალი რჩება,იმის მიუხედავად,რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ კანდიდატურაზე მიმდინარეობდა საუბარი.
ანდრეიმ ფეხბურთელის კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა და პოლიტიკაში გადაწყვიტა ბედის მოსინჯვა.
თავის დროზე,შევჩენკოს,როგორც ფეხბურთელს,უკრაინის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში დებიუტი სწორედ კონკოვის ხელმძღვანელობით ჰქონდა.