8:08 AM შევჩენკო: “ანჩელოტი “რეალისთვისაა” შექმნილი” | |
![]() უკრაინის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა, მისი ყოფილი თავკაცის "რეალში” დანიშვნასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი გაგვიზიარა. "ეს შენაძენი "რეალისთვის” იდეალურია. ასეთი კლუბი ყოველთვის მოტივირებულია. ჩემი აზრით, კარლო ყველა კლუბში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. ანჩელოტი "რეალისთვისაა” შექმნილი. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყობიან”. "კარლო – მწვრთნელია, რომელმაც ყველაფერი მოიგო, ის გამარჯვებულია. მოურინიოც გამარჯვებული იქნებოდა, თუმცა ანჩელოტის მუშაობის სხვა მეთოდები აქვს”. "დარწმუნებული ვარ, რომ ანჩელოტი გუნდში არამხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსათვის, არამედ ყველასათვის სხვა ადამიანი გახდება და "რეალის” გასახდელში კვლავ კარგი ატმოსფერო დაისადგურებს”. "რაც შეეხება პორტუგალიელი ვარსკვლავის შესაძლო წასვლას, ამისი საერთოდ არ მჯერა. ძალიან ცოტა თუ არსებობს, რომელსაც მადრიდის დატოვება სურს, რადგან იქ თამაშზე ყველა ოცნებობს”, – განაცხადა შევჩენკომ, რომელიც იტალიელ სპეციალისტთან ერთად, "მილანსა” და "ჩელსიში” ასპარეზობისას მუშაობდა. წყარო: AS | |
|
სულ კომენტარები: 0 | |