10:59 PM
“შალკე” ნასტასიჩს გაიფორმებს

 

 

“მანჩესტერ სიტის” ცენტრალური მცველი, მატია ნასტასიჩი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ “ქალაქელების” ცენტრალურმა მცველმა, მატია ნასტასიჩმა გელზენკირხენულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

გერმანული კლუბი “მანჩესტერ სიტის” 21 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის. თავად მცველი “შალკეში” გადასვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან მას “სიტიში” ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს “მანჩესტერ სიტიმ” ნასტასიჩი “ფიორენტინადან” იყიდა. “ქალაქელებმა” სერბ მცველში 10 მლნ ევრო გადაიხადეს და იტალიურ კლუბში არენდით სავიჩი გაუშვეს.

ინფორმაციის წყარო: Guardian

კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 417 | დაამატა: RoM@N | ტეგები: Manchester, გაიფორმებს, highlights.ucoz.com, Germany, 04, england, Schalke, შალკე, ნასტასიჩს, City | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: