9:26 PM
“შალკეს” ჰუნტელაარი გამოაკლდა



ჰოლანდიელმა ფორვარდმა მუხლი დაიზიანა.

კლას-იანმა ტრავმა ბუნდესლიგის ეგიდით "ვოლფსბურგთან” გამართულ მატჩში მიიღო. "შალკეს” თავდამსხმელი "მგლების” მეკარეს ცუდად შეეჯახა, რის გამოც სერიოზული ტრავმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰუნტელაარი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართ "შალკეს” ორივე შეხვედრას გამოტოვებს. გერმანულ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისათვის კონკურენციას ბერძნული "პაოკი” გაუწევს.

შეგახსენებთ, ჰუნტელაარი გელზერკირხენელთა საუკეთესო ბომბარდირია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, მან "შალკეს” შემადგენლობაში 119 მატჩი ჩაატარა და თავი გატანილი 80 გოლით გამოიჩინა.

წყარო: Goal.com

ნანახია: 318 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: