10:11 AM
"შალკეს" აფელაის შენარჩუნება სურს

გერმანული "შალკე 04"-ის გენერალურმა დირექტორმა, ჰორსტ ჰელტდმა განაცხადა, რომ კლუბს შეუძლია გამოიყენოს იბრაჰიმ აფელაის კონტრაქტის ფუნქციები და "ბარსელონას" ფეხბურთელი არენდის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნოს. 

 

"შევინარჩუნებთ თუ არა აფელაის შემდეგ სეზონში? თუ მისი გამოსვლა სეზონის ბოლომდე ასეთი ეფექტური და შესანიშნავი იქნება, მაშინ ამ შესაძლებლობების გამოყენების შანსი იქნება" - ციტირებს ჰელტდის სიტყვებს Mundo Deportivo. 

 

აფელაის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2015 წელს იწურება. ფეხბურთელის სრულიად გამოსასყიდი თანხა "შალკესთვის" 2.2 მილიონ ევროს შეადგენს. 

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "შალკეს" შემადგენლობაში, ბუნდესლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. 

ნანახია: 314 | დაამატა: RoM@N | ტეგები: შალკეს აფელაის შენარჩუნება სურს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: