5:56 PM შაჰინი “რეალის” წინააღმდეგ ითამაშებს | |
![]() ფეხბურთელი, რომელიც "სამეფო კლუბს” ეკუთვნის, "ბორუსიას” შემადგენლობაში "რეალის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ნური შაჰინი "ღეალში” "ბორუსიადან” გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა, სწორედ ამიტომ, მადრიდელებმა ჯერ "ლივერპულში” გაანათხოვრეს, შემდეგ კი "დორტმუნდში”. როგორც Football Espana იტყობინება, იგი ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, რადგან მის კონტრაქტში არ დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც მას "თეთრების” წინააღმდეგ თამაში ეკრძალება. შეგახსენებთ, რომ "რეალმა” შაჰინის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |