6:53 PM
“სევილიამ” “რეალის” ახალგაზრდა ვარსკვლავი ინათხოვრა



მადრიდის "რეალის” რუსი ვინგერი დენის ჩერიშევი ამ სეზონს ანდალუსიაში გაატარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "სევილია” "რეალს” 22-წლის რუსის ერთწლიან არენდაზე შეუთანხმდა. იმ შემთხვევაში, თუ ანდალუსიელების რიგებში ჩერიშევი წარმატებით იასპარეზებს, მაშინ "სევილიამ” შესაძლოა მომდევნო ზაფხულს თავდამსხმელის კონტრაქტი გამოისყიდოს.

შეგახსენებთ, ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში დენისის შეძენას სანქტ-პეტერბურგული "ზენიტიც” ცდილობდა. სანქტ-პეტერბურგელებსაც ჩერიშევის იჯარით აყვანა უნდოდათ. "ბლანკოსის” უარის შემდეგ "ზენიტმა” ახალგაზრდა ტალანტის კონტრაქტის გამოსყიდვა სცადა. თუმცა, "თეთრებმა” ვინგერის რუსეთის პრემიერ ლიგაში გავებაზე უარი კიდევ ერთხელ განაცხადეს.

აქვე აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ზაფხულს ჩერიშევმა "რეალთან” ხელშეკრულება ოთხი წლით გაახანგრძლივა და დენისი "ბლანკოსის” ღირსებას 2017-წლამდე დაიცავს.

წყარო: Marca

ნანახია: 296 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: