"სევილია" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რის გამოც შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს, იტყობინება Marca.
გასულ სეზონში სევილიური გუნდის ზარალი 15 მილიონ ევროს შეადგენდა, საიდანაც ჩამოწერილი იყო 7 მილიონი ევრო, ვალის გადაუხდელობის გამო. ამჟამად, გუნდის ფეხბურთელებს ოქტომბრისა და ნოემბრის თვის ხელფასები არ მიუღიათ, რის გამოც კლუბს გუნდის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის გაყიდვა უწევს, "სევილია" მზად არის ალვარო ნეგრედოს შეელიოს, რომლის გადაბირებითაც ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში ნეგრედომ "სევილიას" მაისური ესპანეთის ლა ლიგის 15 მატჩში მოირგო და 8 გოლი გაიტანა.