11:00 PM “სევილია” ხესუს ნავასს “ბარსელონას” ფეხბურთელით შეცვლის? | |
![]() ვინგერის წასვლის შემთხვევაში ანდალუსიურ კლუბს მისი შემცვლელის ძებნა მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ 27-წლის ხესუს ნავასი "მანჩესტერ სიტიში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა. გავრცელებული ინფორმაციით, უნაი ემერის გუნდის ვარსკვლავი შესაძლოა "ბარსელონას” ფეხბურთელმა ხერარდ დეულოფეუმ შეცვალოს. 19-წლის შემტევი ნახევარმცველი კატალონიელების პირველ გუნდში ფეხის მოკიდებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, სწორედ ამიტომ, მისი წასვლის ალბათობა დიდია. არაა გამორიცხული ის ფაქტიც, რომ "სევილიამ” ვინგერი ერთწლიანი არენდით აიყვანოს. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |