11:32 AM
სერხიო რამოსს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუმტკიცეს


"რეალის" მცველს არბიტრის სიტყვიერი შეურაწყოფა ძვირად დაუჯდა.

ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ გადაწყვიტა მადრიდის "რეალის" 26-წლის მცველი სერხიო რამოსი ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაესაჯა.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი არბიტრის სიტყვიერი შეურაწყოფაა - მას შემდეგ, რაც მცველი კოპა დელ რეის განმეორებით მატჩში "სელტას" წინააღმდეგ მატჩის მთავარმა არბიტრმა მას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სერხიომ ჯერ მთავარს ხოლო შემდეგ მთელ მსაჯთა ბრიგადას "სამარცხვინოები" უწოდა, რაც აისა გამესმა მატჩის შემდეგ შედგენილ ოქმში შეიტანა.

ასევე თუ მადრიდულ გამოცემა AS-ს დავუჯერებთ, სადისციპლინო კომიტეტმა რამოსს მინიმალური სასჯელი – ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამას ემატება ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც მის მიერ 2 ყვითელი ბარათის მიღებითაა გამოწვეული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს დისკვალიფიკაცია არამხოლოდ კოპა დელ რეიზე, არამედ ესპანეთის ლა ლიგაზეც გავრცელდება.

პეპეს, მარსელოსა და ფაბიო კოენტრაოს ტრავმებს ახლა რამოსის დისკვალიფიკაციაც დაემატა, ასე რომ, "ბლანკოსის" თავკაცს ჟოზე მოურინიოს უახლოეს მატჩებში დაცვის ხაზში დიდი პრობლემები შეექმნება.
 
ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: