6:27 PM
სერია ა. მე-13 ტური. დღე I





დღეს საღამოს გაიმართება იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ორი ცენტრალური შეხვედრა. "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე რომის "ლაციოს" მიიღებს, ხოლო "ნაპოლი" მასიმილიანო ალეგრის "მილანს" დაუპირისპირდება.

"იუვენტუსი" - "ლაციო"
შაბათი, 17 ნოემბერი, ტურინი, "იუვენტუს სტადიონი", 21:00 საათი, მსაჯი დანიელე ორსატო

გასული ტური ორივე გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. "ლაციომ" რომაულ დერბიში გაიმარჯვა, ხოლო "იუვენტუსმა" გასვლაზე "პესკარა" გაანადგურა 6:1.

ბარათების გადამეტების გამო მატჩს გამოტოვებს ანდრეა პირლო - კარგი შესაძლებლობაა იმის გაგებისა, თუ რამდენად არიან ტურინელები პირლოზე დამოკიდებულნი. სამაგიეროდ მწყობრშია არტურო ვიდალი - ფეხბურთელი, რომელიც "ბებერი ქალბატონისთვის" არა ნაკლებ როლს თამაშობს, ვიდრე ანდრეა. თავდასხმის ხაზში სება ჯოვინკოს წესით და რიგით კუალიარელა შეუწყვილდება. ფაბიომ გასულ ტურში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

"ლაციოს" სერიოზული დანაკლისი არ აქვს (თუმცა მაურის არყოფნამ შესაძლოა გავლენა იქონიოს) და გუნდის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ერნანესი მიროსლავ კლოზესთან ერთად ყველაფერს იზამს სამი ქულის ასაღებად. 

სატურნირო ცხრილში "ლაციო" "იუვენტუსს" 9 ქულით ჩამორჩება, ამიტომ "ბიანკონერის" შესაძლო წაბორძიკება, პირველ რიგში, "ინტერს" შეუწყობს ხელს. "ლაციოს" კი თავისი მიზანი აქვს - ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. 

სავარაუდო შემადგენლობები
სერია ა. მე-13 ტური. დღე I

ტრავმა: არა
დისკვალიფიკაციის საფრთხე: კიელინი - კანდრევა
დისკვალიფიკაცია: პირლო - ლულიჩი, მაური

"ნაპოლი" - "მილანი"
შაბათი, 17 ნოემბერი, ნეაპოლი, "სან პაოლო", 23:45 საათი, მსაჯი მაურო ბერგონცი

მეორე მატჩი შაბათის პროგრამაში - გუნდების დაპირისპირება, რომლებიც გასულ სეზონში ლიდერები იყვნენ, თუმცა ახლა ამ მატჩს ის სტატუსი აღარ აქვს. "როსონერი" ცხრილის შუაგულშია, დააგროვა მხოლოდ 14 ქულა 12 მატჩში. "მილანის" ყოველ მარცხს ერთი და იგივე კითხვა მოჰყვება - როდის გააგდებს სილვიო ბერლუსკონი ალეგრის?

"მილანი" როგორც ყოველთვის დანაკლისითაა - დისკვალიფიცირებულია მასიმო ამბროზინი, ლაზარეთში კი აბატეს და ანტონინის დანიელე ბონერა შეუერთდა. ამ უკანასკნელს წესით და რიგით აჩერბი შეცვლის. მოედნის ცენტრში უნდა ველოდოთ ნაიჯელ დე იონგის გამოჩენას. ამასთანავე, პრესა იტყობინება, რომ ალეგრი ფორმაციას შეცვლის - სათადარიგოთა სკამზე პატოს დატოვებს, ხოლო ნახევარდაცვას ნოჩერინო გააძლიერებს.

"ნაპოლი" მესამე ადგილზე იმყოფება, ედინსონ კავანი და მარეკ ჰამშიკი კი ძველებურად არ აძლევენ გუნდს ლიდერებიდან ამოვარდნის საშუალებას. 

სავარაუდო შემადგენლობები
სერია ა. მე-13 ტური. დღე I

ტრავმა: მუნტარი, მესბა, ბონერა, აბატე, ანტონინი, დიდაკ ვილა
დისკვალიფიკაციის საფრთხე: ინლერი, კავანი, ვარგასი - დე იონგი, მექსესი, პაცინი, იეპესი
დისკვალიფიკაცია: ბერამი - ამბროზინი
 
ნანახია: 268 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: