6:09 PM
სერია ა. მე-12 ტურის შეჯამება



რომაულ დერბის რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია გაძევების და ბევრი გოლის გარეშე - "ლაციომ" "რომა" დაამარცხა 3:2. "ატალანტამ" "ინტერი" შეაჩერა, რითაც "ბებერმა ქალბატონმა" ისარგებლა და "ნერაძურის" კვლავ 4 ქულით გაასწრო.

მე-12 ტურის შედეგები
სერია ა. მე-12 ტურის შეჯამება

გლობალური სტატისტიკა
- საუკეთესო დასწრება: 73 700, "მილანი" - "ინტერი" (7 ტური)
- ყველაზე ცუდი დასწრება: 4390, "კალიარი" - "ბოლონია" (8 ტური)
- უდიდესი საშინაო გამარჯვება: "ბოლონია" 4:0 "კატანია" (6 ტური), "კატანია" 4:0 "ლაციო (11 ტური), "მილანი" 5:1 "კიევო" (11 ტური)
- უდიდესი საგარეო გამარჯვება: "პესკარა" 1:6 "იუვენტუსი" (12 ტური)
- ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში: 7, "პესკარა" 1:6 "იუვენტუსი" (12 ტური)

ტურის ციფრები და ფაქტები
- ბოლო 9 რომაულ დერბიში ნაჩვენები იქნა 14 წითელი ბარათი.

- "ლაციოს" ბოლო უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც დედაქალაქური დერბი მოიგო, იყო სვენ გორან-ერიქსონი 2000 წელს.

- "რომამ" მიმდინარე სეზონში 14 ქულა დაკარგა იმ შეხვედრებში, რომლებსაც თავიდან იგებდა.

- ერიკ ლამელა "რომას" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ექვს თამაშში გაიტანა გოლი.

- "ინტერმა" ამ სეზონში პირველად წააგო სტუმრად, ასევე შეწყვიტა 10 მატჩიანი მოგებათა სერია.

- "ინტერი" ბერგამოში გამარჯვებას 2008 წლის აპრილიდან ვერ ახერხებს.

- "იუვენტუსმა" 6:1 გასვლაზე პირველად გაიმარჯვა 1997 წლის აპრილის შემდეგ, მაშინ "სან სიროზე" "მილანი" დაამარცხა.

- "იუვენტუსმა" 1947 წლის მერე პირველად გაიტანა პირველ ტაიმში 5 გოლი.

- ფაბიო კვალიარელამ თავისი კარიერის მანძილძე პირველი ჰეთ-ტრიკი გაიფორმა სერია ა-ში.

- "პესკარამ" ისტორიაში ყველაზე დიდი საშინაო მარცხი განიცადა სერია ა-ში ასპარეზობის მანძილზე.

- "ფიორენტინადან" წასვლის შემდეგ ჯამპაოლო პაცინიმ "იებისთვის" 6 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

- ალეშანდრე პატომ სერია ა-ში პირველად დაარტყა პენალტი და ვერ გაიტანა.

- ბოშკო იანკოვიჩმა ("ჯენოა") მე-100 მატჩი ჩაატარა სერია ა-ში.

- ედინსონ კავანიმ მე-80 გოლი გაიტანა ჩემპიონატში "ნაპოლის" მაისურით და შევიდა სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირების სიაში.

- "სამპდორიამ" გაიმეორა 1935 წლის ანტირეკორდი, წააგო ზედიზედ შვიდი მატჩი.

- "კატანია" სტუმრად მოგებას თებერვლიდან მოყოლებული ვერ ახერხებს.

- "სიენას" არც ერთხელ მოუგია პარმაში. 

სერიები
4 - "ფიორენტინა", მოგება
6 - "ფიორენტინა", წაგების გარეშე
9 - "სამპდორია", მოგების გარეშე
7 - "სამპდორია", წაგება

ტურის გმირი

სერია ა. მე-12 ტურის შეჯამება

"ინტერის" მარცხით, როგორც მოსალონდელი იყო, ისარგებლა "იუვენტუსმა". რა თქმა უნდა, ტურინელთა მეტოქე ძლიერი არ იყო, მაგრამ ასეთი ანგარიშით მოგება შთამბეჭდავია.

ჯოვანი სტროპამ "ბებერ ქალბატონთან" გახსნილი ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა, რის გამოც მკაცრად დაისაჯა. პირველ ტაიმში "ბიანკონერიმ" ხუთი ბურთი გაიტანა მასპინძლების კარში, შესვენების შემდეგ კი კიდევ ერთი შეაგდო. 6-დან 3 ზუსტი დარტმა ფაბიო კვალიარელას ანგარიშზეა. ამას გარდა, ფეხბურთელმა ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ტურის დერბი

სერია ა. მე-12 ტურის შეჯამება

რომაულმა დერბიმ მოლოდინი გაამართლა - გაძევება, ბევრი გოლი, არაპროგნოზირებადი სიუჟეტი. შეხვედრაში თავისი როლი ითამაშა ბუნებამაც. მთელი მატჩის განმავლობაში მოდიოდა ძლიერი წვიმა, რომელმაც მოედანი ჭაობათ გადააქცია. ასეთ პირობებში "რომამ" არც თუ ისე დიდი ხნის წინ "პარმასთან" წააგო, იგივე ისტორია ახლაც განმეორდა.

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ზემანს მაზოხისტური თვისება აქვს - მისი გუნდი ჯერ იგებს, შემდეგ კი აგებს. ლამელამ ძალიან მალე დალაშქრა მარკეტის კარები, თუმცა ჯერ კიდევ შესვენებამდე "ლაციომ" ორი ბურთი გაიტანა და რიცხვობრივი უპირატესობაც მოიპოვა. ძნელი სათქმელია რას ფიქრობდა დე როსი, როდესაც მაურის სახეში ურტყამდა, სამაგიეროდ ადვილი მოსაძებნია იმის მიზეზი, თუ რატომ გაუშვა გოიკოეჩეამ კანდრევას შესრულებული ჯარიმა - წვიმა. 

"რომა" ამ წაგებით მეშვიდე ადგილზე დაეშვა. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე უკვე 9 ქულაა.

ტურის ამბიცია

სერია ა. მე-12 ტურის შეჯამება

"კიევოსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გაჩენილმა ეიფორიამ დაწყნარება მაშინ დაიწყო, როდესაც გუნდმა ფრედ ითამაშა "მალაგასთან". ახლა კი ყველაფერი უარესობისკენ წავიდა - უქმეებზე "მილანმა" შინ "ფიორენტინასთან" წააგო. რა თქმა უნდა, შეიძლება ყვეალფერი სხვაგვარად მომხდარიყო, პატოს რომ პენალტი გაეტანა და მექსესს ბავშვური შეცდომა არ დაეშვა, მაგრამ იმის თქმა რომ "იები" მოგებას არ იმსახურებდნენ არ შეიძლება.

მნიშვნელოვან მომენტში აღმოჩნდა, რომ სტეფან ელ შაარავი დაიღალა, ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი ბოიან კრკიჩი კი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. "ფიორენტინა" მილანში საუკეთესო ბომბარდირის, სტევან იოვენტიჩის, გარეშე ჩავიდა, მაგრამ ამ ფაქტორმა მათ გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა სტუმართა დაცვის და ნახევარდაცვის ხაზი, კარგად ჩაჯდა გუნდის სქემაში მუნირ ელ ჰამდაუი. 

"ფიორენტინამ" უკვე მერამდენედ დაამტკიცა თავისი ამბიციები - როგორც ჩანს, გუნდს სერიოზულად აქვს მიზნად დასახული ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. "მილანი" რჩება ცხრილის შუაგულში, კლუბის ხელმძღვანელობა კი ამბობს, რომ კვლავ ენდობა ალეგრის.

ტურის ქამბექი

სერია ა. მე-12 ტურის შეჯამება

"მილანთან" გამარჯვებას შესაძლოა "ფიორენტინა" მესამე ადგილზე გადაეყვანა. "ჯენოა" საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უგებდა "ნაპოლის", მაგრამ როდესაც სტუმრებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს, შეინარჩუნეს მესამე ადგილი.

"ნაპოლი" შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ აგებდა, მაგრამ ვალტერ მაცარის შეგირდებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, საბოლოოდ კი ორი ბურთის სხვაობითაც მოიგეს. ნეაპოლელების თამაში გამოაცოცხლეს მარეკ ჰამშიკმა და ჯანდომენიკო მესტომ. სლოვაკმა თავის აქტივში გოლი და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ასევე მესტომაც გაიტანა ბურთი და ერთი ასისტიც მიითვალა.

ინდივიდუალური სტატისტიკა

გოლები
8 - სტეფან ელ შაარავი ("მილანი"), ერიკ ლამელა ("რომა"), "ედინსონ კავანი ("ნაპოლი")
7 - დიეგო მილიტო ("ინტერი"), ანტონიო დი ნატალე ("უდინეზე"), მიროსლავ კლოზე ("ლაციო")

ასისტები
4 - ალესიო პერჩი ("ტორინო"), ანტონიო კანდრევა ("ლაციო"), კვადვო ასამოა ("იუვენტუსი"), მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი"), ბორხა ვალერო ("ფიორენტინა"), ფრანჩესკო ტოტი ("რომა")

დარტყმები
48 - სტევან იოვეტიჩი ("ფიორენტინა")
42 - ფაბრიციო მიკოლი ("პალერმო")
41 - ალესანდრო დიამანტი ("ბოლონია")
40 - სტეფან ელ შაარავი ("მილანი")
38 - ერიკ ლამელა ("რომა"), ხუან კინტერო ("პესკარა")

კარში დარტყმები
20 - სტეფან ელ შაარავი ("მილანი"), ერნანესი ("ლაციო")
17 - ფაბრიციო მიკოლი ("პალერმო")
16 - ფრანჩესკო ტოტი ("რომა"), ედინსონ კავანი ("ნაპოლი"), ფაბიო კვალიარელა ("იუვენტუსი")

პასები
882 - ანდრეა პირლო ("იუვენტუსი")
737 - ბორხა ვალერო ("ფიორენტინა")
732 - ლუკა ჩიგარინი ("ატალანტა")
724 - კრისტიან ლედესმა ("ლაციო"), ედგარ ბარეტო ("პალერმო")
705 - რიკარდო მონტოლივო ("მილანი")
666 - ალესანდრო გაცი ("ტორინო")
640 - ფრანჩესკო ტოტი ("რომა")

წესების დარღვევა 
36 - საფირ ტაიდერი ("ბოლონია")
33 - იურაი კუცკა ("ჯენოა"), პერპარიმ ჰეტემაი ("კიევო")
32 - გონსალო ბერგესიო ("კატანია")
30 - ალესანდრო ლუკარელი ("პარმა")
28 - ალბინ ეკდალი ("კალიარი"), არტურო ვიდალი ("იუვენტუსი")

სატურნირო მდგომარეობა
სერია ა. მე-12 ტურის შეჯამება
ნანახია: 265 | დაამატა: RoM@N | ტეგები: სერია ა. მე-12 ტურის შეჯამება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: