10:21 PM
"სელტიკს" ჰუპერი დააკლდება


შოტლანდიური "სელტიკის" თავდამსხმელი, გარი ჰუპერი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ, მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

 

ჰუპერმა მუხლის ტრავმა მიიღო და დღევანდელი მატჩის გარდა ფეხბურთელი ინგლისისა და შვედეთის სანაკრებო ამხანაგურ მატჩსაც გამოტოვებს. 

 

ჰუპერის ტრავმაზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნილ ლენონმაც გააკეთა. 

 

"მე ვამბობ, რომ ჰუპერი ვერ შეძლებს ითამაშოს "ბარსელონასთან", მისი თამაშის შანსი ძალიან ცოტაა" - ციტირებს ლენონის სიტყვებს The Telegraph. 

 

შეგახსენებთ, რომ "სელტიკისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება დღეს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 

ნანახია: 324 | დაამატა: RoM@N | ტეგები: სელტიკს ჰუპერი დააკლდება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: