10:15 PM
"სელტიკი" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის წინ


"ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპის პირველი ნაწილი ძალიან კარგად გაიარა. კატალონიელებმა 3 შეხვედრაში იმარჯვეს და 1/8 ფინალში ნაადრევად გასვლასთან ძალიან ახლოს არიან. "სელტიკ პარკზე" გამარჯვების შემთხვევაში და იმ გარემოებით, თუკი "სპარტაკი" ვერ გაიმარჯვებს მაშინ გუნდი ნებისმიერი შედეგით გადის შემდეგ ეტაპზე. "შესაძლოა ეს სეზონის ამ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყოს" – განაცხადა ტიტო ვილანოვამ პრეს–კონფერენციაზე. "ამ შეხვედრაში გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია, რის შემდეგაც სათამაშო დროს "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელებს მივცემთ" – დაამატა მწვრთნელმა.

 

სტანდარტულები და კონტრშეტევა – მთავარი საფრთხე

 

კატალონიელთა თავკაცმა რამდენჯერმე ახსენა მეტოქის ძლიერი მხარეები. "ჩვენ ვიცით, თუ რაოდენ რთული მეტოქეა "სელტიკი". ამის შესახებ მესამე მატჩის წინ ვსაუბრობდი. ასეც გამოვიდა. მათ კარგად აქვთ დამუშავებული დარტყმები სტანდარტულების დროს, ასევე სახიფათონი არიან კონტრშეტევებზე. ეს ჩვენ "ნოუ კამპზე" ვიხილეთ" – განაცხადა მან. მწვრთნელი ასევე დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოს, რასაც მოედანზე გულშემატკივრები შექმნიან: "მე არასდროს ვყოფილვარ "სელტიკ პარკზე", თუმცა ამ სტადიონის შესახებ მესაუბრეს. ფეხბურთელებისთვის ყოველთვის უმჯობესია, როცა ასეთი გარემო იქნება სტადიონზე" – მიიჩნევს ტიტო.

 

პიკეს თამაში გადაწყვეტილი არ არის

 

ტიტომ მოვლენებზე წინ გასწრება არ ისურვა და განაცხადა, რომ არ იცის ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში ხერარდ პიკე. "უნდა ვნახოთ, თუ როგორ იგრძნობს ის თავს. მან დიდი დრო გაატარა მოედანს მიღმა, ამიტომაც ყველაფერი კარგად უნდა შევაფასოთ. ჩვენ არ გვსურს გარისკვა და მისი დროზე ადრე შეშვება, რადგან მან შეიძლება კუნთის დაზიანება მიიღოს". მწვრთნელი ძალიან მოხარულია პიკეს დაბრუნებით: "ფეხბურთელების დაბრუნება სასიხარულოა,  თანაც თუკი ეს მცველია. ბოლო დროს ამ პოზიციაზე ისეთი მოთამაშეების გამწესება მოგვიწია, რომლებიც იქ არ თამაშობენ. ამიტომაც თუკი გვიბრუნდებიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც პიკე და პუიოლი არიან ორმაგად სასიხარულოა" – განაცხადა ვილანოვამ.

ნანახია: 309 | დაამატა: RoM@N | ტეგები: სელტიკი – ბარსელონა. ტიტო ვილანოვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: