4:14 PM
"საუთჰემპტონი" ასტორის გაიფორმებს



ინგლისური კლუბი "კალიარის" ცენტრალური მცველის გაფორმებასთან ახლოსაა.

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "კალიარის" ფეხბურთელი დავიდე ასტორი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია - კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი სარდინიელები გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის გასხვისებას აპირებენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასტორი "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ახლა მისი გადაბირებისთვის ბრძოლაში ინგლისური "საუთჰემპტონი" დაწინაურდა. "წმინდანები" კი მზად არიან დავიდეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 10 მილიონი ევროდან დაიწყონ.

"კალიარი", თავის მხრივ, ასტორის გაყიდვას 12 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.
 
ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: