1:13 PM “სანტოსს” 40-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს, თუ ნეიმარი “ბარსელონაში” არ გადავა | |
![]() კატალონიური გრანდი ნეიმარისთვის ბრძოლას განაგრძობს და ახლა საქმე ისეთ სტადიაში მივიდა, რომ ესპანელები ტრანსფერის დაზღვევაზე გადავიდნენ. მოგეხსენებათ, თავად ფეხბურთელს არაერთხელ განუცხადებია, "ბლაუგრანასში” მივდივარო, თუმცა მისით "ბარსას” გარდა სხვა "დიდჯიბიანი” გუნდები ინტერესდებიან. როგორც El Mundo Deportivo იტყობინება, არსებობს ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, თუ ნეიმარი სხვა გუნდში გადავა "ბარსელონას” 40 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, სხვა მყიდველები არც ამას გამორიცხავენ. როგორც აღნიშნული ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, ევროპული გრანდები მზად არიან, ასტრონომიული ოდენობის თანხა გადაიხადონ ბრაზილიელაში, რათა ეს ჯარიმაც გადაფარონ. მაგალითად, "რეალ მადრიდი” ნეიმარში 120 მილიონ ევროს ჩამოდის, თუმცა ფავორიტი მაინც "მან სიტია”. "ქალაქელები” ფეხბურთელის სანაცვლოდ 138 მილიონი ევროს გაღებას აპირებენ. წყარო: El Mundo Deportivo | |
|
სულ კომენტარები: 0 | |