დორტმუნდის "ბორუსიას" 26-წლის ცენტრალური მცველის გადაბირებით რამოდენიმე ბუნდესლიგური კლუბია დაინტერესებული.
ამჟამად ფელიპე ლაზარეთში ტერფის ტრავმის გამო იმყოფება. თუმცა, ეს გერმანულ პრესას არ ანაღვლებს და მის ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ-ახალ ინფორმაციებს ავრცელებს.
"მე "დორტმუნდის" დატოვებას არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არსად არ მივდივარ. არ ვიცი, ზაფხულში რა მელის, მაგრამ ახლა - მე "ბორუსიას" ფეხბურთელი ვარ",-განაცხადა სანტანამ Westdeutsche Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.
ასევე იმასაც გეტყვით, რომ მცველს "დორტმუნდთან" კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება.