12:19 PM
სანია წინააღმდეგი არაა “პსჟ”-ში ან “მონაკოში” გადაბარგდეს



"არსენალის” ფრანგი მცველი თავის მომავალზე საუბრობს.

"ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე მაკავშირებს. დიახ, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ისინი დასრულებასთან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ტრანსფერზე დაყენებული არ ვარ”.

"პსჟ” ან "მონაკო”? სავსებით შესაძლებელია, თუმცა უნდა ვნახო, თუ რა სპორტულ პირობებს მთავაზობს ამ ორი კლუბის ხელმძღვანელობა. ამ ეტაპზე არაფერს გამოვრიცხავ”.

"თუ "არსენალში” დავრჩები, თუმცა ისე, რომ კონტრაქტს არ გავახანგრძლივებ, გუნდისათვის ყველაფერს გავაკეთებ, სეზონის ბოლოს კი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც ჩემს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსურს გამგზავრება”, – განაცხადა ბაკარი სანიამ.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 323 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: