10:06 PM
“სანდერლენდი” დე ჩელიეთი დაინტერესდა



"შავი კატები” წინააღმდეგნი არ არიან "იუვენტუსის” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინონ.

იტალიური პრესა იუწყება, რომ "სანდერლენდი” "ბებერი ქალბატონის” 26-წლის ფულბეკ პაოლო დე ჩელიეს შეძენას გეგმავს და ძალიან მალე, მოთამაშის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალურ წინადადებასაც გააკეთებს.

"იუვენტუსი” იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ექს-ფეხბურთელის წასვლის წინააღმდეგი არ იქნება. საქმე იმაშია, რომ პაოლო, რომელიც იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში თამაში იშვიათად უწევს, წელიწადში დაახლოებით ორ მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ტურინელების ხელმძღვანელობას კი გუნდის სახელფასო ბიუჯეტის გატვირთვა უნდა.

იტალიელი ექსპერტების აზრით, "სანდერლენდს” დე ჩელიეს შეძენა ოთხი მილიონი ევრო დაუჯდება.

წყარო: Sky Sport Italia

ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: