12:07 PM სამუელი “ინტერში” რჩება | |
![]() გამოცდილმა მცველმა კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული შეთავაზება მიიღო. Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ ვალტერ სამუელი "ნერაძურისთან” კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მიმდინარე კონტრაქტი არგენტინელს ამ თვეში ეწურება. გარდა ამისა, თუ პრესას დავუჯერებთ, "ინტერის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი 35-წლის ფეხბურთელს ძირითადი შემადგენლობის მცველების სამეულში ხედავს. გასულ სეზონში სამუელმა, ტრავმების გამო, "ინტერის” მაისურით მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა, თავი კი გატანილი ერთადერთი გოლით გამოიჩინა. ცნობისათვის, ფეხბურთელის ამჟამინდელი წლიური ხელფასი 2 მილიონ ევროს შეადგენს. წყარო: La Gazzetta dello sport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |