9:47 PM
სამსაჯო გარჩევები




ამ კვირაში მსაჯებმა რამდენიმე საეჭვო თუ სადავო გადაწყვეტილება მიიღეს. ერთად გავარჩიოთ ეს ეპიზოდები.

6 იანვარი, "რეალი" - "რეალ სოსიედადი", მე-6 წუთი. მსაჯი: იგნასიო იგლესიასი
ადანი საკუთარ საჯარიმოში უხეშ შეცდომას უშვებს, რის შედეგადაც ბურთი კარლოს ველას მისდის, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე გადის, ადანი თავდამსხმელს თამაშის წესების დარღვევით აჩერებს.



მსაჯის გადაწყვეტილება: გაძევება, პენალტი

ყველაფრის მიუხედავად, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეპიზოდი ლამაზად გამოიყურება. მეკარე საჯარიმოში აქცევს ფეხბურთელს, რომელიც მას ატყუებს. ეს აშკარა გაძევება უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

აუცილებელია იმის გაგება, რომ ასეთ შემთხვევაში მსაჯს უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე წითელ ბარათს ეხება. ამ ეპიზოდში ანტონიო ადანი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააგდეს. ბევრი თვლის, რომ მან აშკარა საგოლე მომენტი ჩაშალა, თუმცა მე ჩემი შეხედულება მაქვს ამ მომენტზე. ჩემი პირადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ "რეალის" მეკარემ მოწინააღმდეგის პერსპექტიული შეტევა ჩაშალა.

იმ ფაქტმა, რომ კარიდან ასე ახლოა, ერთდროულად შეიძლება გააძლიეროს ან შეამციროს დისციპლინარული სანქცია. თუ მომენტს ყურადღებით დაუკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ როდესაც ველა ბურთს მეკარის გვერდით იგდებს, სანამ ადანი თამაშის წესს დაარღვევს, აშკარად ჩანს, რომ თავდამსხმელი მეორე დარტყმის შესრულებას ვერ მოასწრებს, ვინაიდან ბურთს ვერ დაეწევა. ამას გარდა, კუთხე საკმაოდ მახვილი ხდება, კარებთან ჩასვლას კი ჩაბი ალონსო ასწრებს, 1-2 წამი და დანარჩენი ფეხბურთელები ველას დაეწეოდნენ. ითვლება თუ არა ეს ეპიზოდი 100%-იან საგოლე მომენტად? მექსიკელს ამ პოზიციიდან ძალიან გაუჭირდებოდა გოლის გატანა. ობიექტური იქნებოდა, რომ მსაჯს ადანისთვის ყვითელი ბარათი მიეცა და არა წითელი.

6 იანვარი, "მანსფილდი" - "ლივერპული", 53-ე წუთი. მსაჯი: ენდრიუ მარინერი

სამსაჯო გარჩევები

მსაჯის გადაწყვეტილება: თამაშის გაგრძელება

ამ ეპიზოდში მცველი შეგვიძლია "უდანაშაულოდ" მივიჩნიოთ, ვინაიდან ვერაფერს შეცვლიდა, ბურთის ხელთან შეხება გარდაუვალი იყო. დაშორება ძალიან მცირეა, ბურთი კი ხელის იმ ნაწილს მოხვდა, რომლის წამის მეათედებში გაწევაც შეუძლებელია. არანაირი თამაშის წესის დარღვევა არ ყოფილა. ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი, როდესაც ბურთი ფეხბურთელს შემთხვევით ხვდება ხელზე.

6 იანვარი, "მანსფილდი" - "ლივერპული", 59-ე წუთი. მსაჯი: ენდრიუ მარინერი

მიმდინარეობს "ლივერპულის" სწრაფი შეტევა, დაუნინგი ფლანგიდან ზუსტ პასს უკეთებს სუარესს, რომელიც დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან იმყოფება. ურუგვაელი ურტყამს, მეკარე იგერიებს, ბურთი სუარესს ხელში ხვდება, ამის შემდეგ თავდამსხმელს დამატებაზე გააქვს გოლი.

სამსაჯო გარჩევები

მსაჯის გადაწყვეტილება: გოლი

ამ გატანილმა გოლმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ნათლად ჩანს, რომ სუარესმა მოძრაობა ბურთის მიმართულებით ხელით გააკეთა - ეს რა თქმა უნდა, თამაშის წესის დარღვევაა.
ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: