7:24 PM
სახოს “პსჟ”-ს დატოვება უნდა



პარიზული კლუბის მცველმა, მამადუ სახომ ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა მოსთხოვა.

ამის შესახებ თავად პარიზელების თავკაცმა, ლორან ბლანმა განაცხადა.

"მართალია, მამადუ სამუშაო ადგილის შეცვლის სურვილით დაგვიკავშირდა. კლუბის პოზიციაც ცნობილია – იმ გადაწყვეტილების მიღებას ვეცდებით, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს, 2 სექტემბრამდე”, – განუცხადა ბლანმა ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, სახოს შანსები იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს, გუნდში მარკინიოსის მისვლის შემდეგ, რომელიც კონკურენციას ტიაგო სილვასა და ალექსის დუეტს გაუწევს, საგრძნობლად შემცირდა.

წყარო: Goal.com

ნანახია: 306 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: