11:28 PM
საქართველოს ჩემპიონატი. მე-11 ტურის შეჯამება


თბილისის "დინამომ" პირველი წრე საქართველოს ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულთან - "ზესტაფონთან" მოგებით დაასრულა. ლიდერის მსგავსად მორიგი სამი ქულა მოიპოვეს "ტორპედომ", "დილამ" და "ჩიხურამ".

ტურის ცენტრალური მატჩი არაპროგნოზირებადი გამოდგა. "ზესტაფონის" ფეხბურთელებს, რომლებიც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში გაძევებული ცენტრალური მცველის, გიორგი კაჭკაჭიშვილის გარეშე თამაშობდნენ, სავსებით შეეძლოთ თბილისიდან არა მარტო ერთი, არამედ სამი ქულის წაღებაც, თუმცა გამარჯვება დუშან უჰრინის გუნდს დარჩა. "დინამოელთაგან" მიკელ ალვარო გამოირჩეოდა. თავდაპირველად ესპანელმა კარგად ითამაშა დამატებაზე, შემდეგ კი საგოლე გადაცემა გაუკეთა თანამემამულე ჩისკოს. სტუმართაგან გოლი შეცვლაზე შემოსულმა შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა - 2:1.

"საკუთარ მოედანზე სამჯერ მაქვს ნათამაშები "ზესტაფონის" წინააღმდეგ და ყველა თამაშში მოვახერხე გოლის გატანა, თუმცა გუნდი მხოლოდ ფრეს სჯერდებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ჩემმა გოლმა "დინამოს" გამარჯვება მოუტანა." - განაცხადა ჩისკომ უეფას საიტთან ინტერვიუში.

ლიდერის კვალდაკვალ "ტორპედოელები" მიდიან. ქუთათურებმა გასვლით შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხეს "სიონი" - 2:0. ბოლნისში ზუსტი დარტყმებით ნიკა საბანაძე და გრიგოლ დოლიძე გამოირჩნენ. უფრო დიდი ანგარიშით "ჩიხურამ" მოიგო, მათ საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამო" გაანადგურეს. გოლის ავტორები დავით ოდიკაძე, ნიკა კვასხვაძე და გაგა ჩხეტიანი გახდნენ.

ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო "დილამ". ახალწვეულ ნათან ჯუნიორის დუბლი საკმარისი გამოდგა "მერანის" დასამარცხებლად - 2:1. სტუმართაგან ერთადერთი გოლი 36 წლის გივი დიდავამ გაიტანა. ამ ბურთმა ძლიერ განარისხა გორელთა მეკარე, მარინ სკენდერი, რომელსაც 667 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გაშვებული.

საბრძოლო გამარჯვება მოიპოვა "ზუგდიდმა", რომელიც "მეტალურგთან" თამაშისას მდევრის როლში იყო. 36-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ რუსთავის გუნდი დააწინაურა, თუმცა ამ გოლს მასპინძლებმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. მეორე ტაიმის დასაწყისში დავით გამეზარდაშვილმა პენალტის რეალიზება მოახერხა, გამარჯვების გოლი კი ირაკლი ქობალიამ გაიტანა - 2:1.

მშობლიურ გაზონზე პირველი გამარჯვება "ვიტ ჯორჯიამ" იზეიმა. გათამაშების აუთსაიდერმა "კოლხეთმა", რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უმცირესობით თამაშობდა, მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მათ ქულის აღებაც ვერ მოახერხეს - 0:2. ზუსტი დარტყმებით ამ მატჩში ბესიკ ჩიმაკაძე და გურამ გურეშიძე გამოირჩნენ.

მე-11 ტურის შედეგები
"დილა გორი" 2:1 "მერანი მარტვილი"
"ვიტ ჯორჯია" 2:0 "კოლხეთი ფოთი"
"ჩიხურა" 3:0 "დინამო ბათუმი"
"სიონი" 0:2 "ტორპედო ქუთაისი"
"ზუგდიდი" 2:1 "მეტალურგი"
"დინამო თბილისი" 2:1 "ზესტაფონი"

სატურნირო მდგომარეობა
საქართველოს ჩემპიონატი. მე-11 ტურის შეჯამება

ბომბარდირები
ჯაბა დვალი ("დინამო თბ.") - 8, ნიკა საბანაძე ("ტორპედო ქუთაისი") - 7, მიკელ ალვარო ("დინამო თბ.") - 7, მიხეილ ჯორბენაძე ("დინამო ბათ.") - 6, ჩისკო მუნიოსი ("დინამო თბ.") - 6

ვიდეო მასალა

"დინამო თბილისი" 2:1 "ზესტაფონი"


"სიონი" 0:2 "ტორპედო ქუთაისი"


"დილა გორი" 2:1 "მერანი"
ნანახია: 275 | დაამატა: RoM@N | ტეგები: საქართველოს ჩემპიონატი. მე-11 ტურის | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: