7:22 PM
საქართველოს ჩემპიონატი. მე-2 ტურის ანონსი



17 და 18 აგვისტოს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის 1-ლი წრის მე-2 ტურის მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრი გორშია, სადაც წლევანდელი სეზონის ორი ლიდერი – გორის "დილა” და "დინამო” თბილისი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. იმერული დერბი შედგება ზესტაფონში, ზემო იმერლები "ტორპედოს” უმასპინძლებენ.

"გურია”-”მერანი”

17 აგვისტო, 17:00 საათი

ფოთი. ცენტრალური

მსაჯი: თ. ხუჭუა

"გურია” პრობლემებით შეხვდა ახალ სეზონს. პირველ ტურში სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან” წააგო. ამ მატჩამდე გუნდი 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. შემდეგ ფეხბურთელებს შორის ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუნდიდან წასული რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდა "გურიას”, კლუბს რამდენიმე ახალწვეულიც ჰყავს, შესაბამისად, "მერანთან” თამაშს უფრო მობილიზებული შეხვდება. გურულები მარტვილელებს ფოთში უმასპინძლებენ. თავის მხრივ, მეტოქის ბანაკში არსებული პრობლემების სათავისოდ გამოყენებას ეცდება "მერანი”.

"ზუდგიდი”-”ვიტ ჯორჯია”

17 აგვისტო, 17:00 საათი

განმუხური. ცენტრალური

მსაჯი: ა. კრიჭაშვილი

დისკვალიფიცირებული: როინ ონიანი ("ზუგდიდი”)

პირველ ტურში "ვეტერინარებმა” გურულებს სძლიეს და ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს. მე-2 ტურში "ვიტ ჯორჯიას” მეტოქე "ზუგდიდია”. მეგრული გუნდი ჩემპიონატის სტარტზე "ჩიხურასთან” დამარცხდა. კიდევ ერთ საშინაო მატჩში კი მოგებას ეცდება. "ვიტ ჯორჯია” ოთხი ახალწვეულით ხვდება მომავალ დაპირისპირებას.

"სპარტაკი”-”სიონი”

17 აგვისტო. 17:00 საათი

თბილისი, "მიხეილ მესხი”

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

"სპარტაკი” "სიონს” "მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს. ცხინვალელები ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს სწორედ ამ სტადიონზე ჩაატარებენ. პირველ ტურში ორივე გუნდმა მარცხი განიცადა. ამ შეხვედრაში კი ორივე ეცდება სასურველი შედეგის მიღწევას. როგორც ცნობილი გახდა, "სპარტაკმა” მეკარე დაიმატა.

"დილა”-”დინამო თბილისი”

17 აგვისტო. 17:00 საათი

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე”

მსაჯები: თ. გვანცელაძე

მე-2 ტურის უდაოდ ცენტრალური მატჩი გორში გაიმართება. "დილა” და "დინამო” თბილისი მიმდინარე სეზონის გამორჩეული გუნდებია. გორელებიც და თბილისელებიც ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის ემზადებიან. 22 აგვისტოს "დინამო” "ტოტენჰემს” "დინამო არენაზე” უმასპინძლებს, "დილა” კი სტუმრად "რაპიდს” დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროთასებზე ასპარეზობა, თუმცა ორივე კლუბი სრული სერიოზულობით ემზადება ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩისთვის.

დღემდე "დინამო” თბილისი და გორის "დილა” ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 49–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში "დინამოს” უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდ 139:22 არის. "დინამო” და "დილა” ერთმანეთს უკანასკნელად საქართველოს XXIV ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურში, 27 აპრილს დაუპირისპირდნენ. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და "დინამოს” გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. დაპირისპირების 87–ე წუთზე გამარჯვების გოლი მიკელ ალვარომ გაიტანა.

თამაშის ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს.

"ჩიხურა”-”მეტალურგი”

18 აგვისტო. 17:00 საათი

ქუთაისი. ცენტრალური

მსაჯი: ხ. გაგნიძე

საჩხერის "ჩიხურა” ისევე, როგორც ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობა, საკუთარ მოედანზე ვერ თამაშობს. საჩხერლები "მეტალურგს” ქუთაისში უმასპინძლებენ. პირველ ტურში "ჩიხურამ” სტუმრად "ზუგდიდთან” მოიგო, რუსთაველებმა კი ქუთაისში ქულა აიღეს. "მეტალურგი” ამ შეხვედრას ახალწვეულით ხვდება, რუსთაველთა რიგებში ბექა ტუღუში ითამაშებს. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მისულ მაყურებელს საინტერესო მატჩის ხილვა მოუწევთ.

"ზესტაფონი”-”ტორპედო”

18 აგვისტო. 19:00 საათი

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე”

მსაჯი: ა. ბასლეჰლო

სრულიად სახეშეცვლილმა "ზესტაფონმა” პირველ ტურში "დინამო” თბილისთან არაჩვეულებრივად ითამაშა. თბილისელებმა ზესტაფონელებს ბოლო წამებზე გატანილი გოლით აჯობეს. მე-2 ტურში ზემო იმერლები "ტორპედოს” უმასპინძლებენ. იმერულ დერბის ზესტაფონელები ახალწვეულით ხვდებიან, გუნდში ჩაირიცხა 26 წლის ნაემეკა აჟურუ, ამპლუით ნახევარმცველი. ჩემპიონატის მატჩის წინ ზესტაფონელებმა ამხანაგური მატჩი "საპოვნელასთან” გამართეს და 0:1 დამარცხდნენ. რატკო დოსტანიჩმა ამ თამაშში ექსპერიმენტებს მიმართა და ახალგაზრდები ათამაშა. რაც შეეხება "ტორპედოს”, ესპანელმა მულეტიმ თავისი გუნდი საბრძოლველად მოამზადა. ზესტაფონელი გულშემატკივარი "დავით აბაშიძეზე” საინტერესო მატჩს იხილავს.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა” და ქუთაისის "ტორპედოს” შორის დღემდე გამართულ 20 საჩემპიონატო მატჩში 9-ში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს ქუთაისელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში მცირე უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ – 18:17.

სატურნირო ცხრილი

წყარო: GEOSPORTS.GE

ნანახია: 316 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: