6:41 PM
საქართველოს ჩემპიონატი. მე-18 ტურის შეჯამება




გათამაშების ლიდერებმა, თბილისის "დინამომ" და გორის "დილამ", სამი ქულა მოიპოვეს. მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" კი მოულოდნელად სახლში დამარცხდა.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "ჩიხურამ", რომელიც მე-18 ტურის შემდეგ "ტორპედოსთან" ერთად მესამე ადგილს იყოფს, მიუხედავად "დინამოსთან" დიდი ანგარიშით წაგებისა, მაინც დაიმსახურა შექება.

"მძიმე ბრძოლაში მოვიგეთ. მართალია მატჩი 5:2 დასრულდა, მაგრამ ასეთ ანგარიშზე არ გვითამაშია. მოწინააღმდეგემ მთელი 90 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა, ჩვენ მეორე ტაიმში რამდენჯერმე გაგვიმართლა." - განაცხადა თბილისის "დინამოს" თავკაცმა დუშან უჰრინმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

"ამ მომენტში "დინამო" ჩვენზე ძლიერია. იმდენი მიუტევებელი შეცდომა, რამდენიც დღეს დავუშვით, 5-6 მატჩისას არ დაგვიშვია. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მეტოქის სიძლიერეზე, რომელმაც ამდენჯერ შეგვაცდინა." - განაცხადა სტუმართა მწვრთნელმა სამსონ ფრუიძემ.

პრობლემების გარეშე დაამარცხა "დილამ" რუსთავის "მეტალურგი". შესვენებაზე გიორგი დარასელიამ ცვლილებები გააკეთა, რამაც შედეგი გამოიღო. სტუმრებმა ინიციატივა ხელში ჩაიგდეს, ჯერ 64-ე წუთზე ყაზანის "რუბინიდან" იჯარით აყვანილმა მიხეილ გორელიშვილმა გაიტანა, 10 წუთის შემდეგ კი საჯარიმო დარტყმის რეალიზება კახა ალადაშვილმა მოახერხა - 0:2.

"ტორპედომ" დიდი ძალისხმევით მოუგო აუთსაიდერ "კოლხეთს". ფოთელები გიორგი გეგუჩაძის გუნდისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეები არიან. ამჯერად მატჩის დებიუტში სტუმრები წინ ომარ გოგონაიმ გაიყვანა, მაგრამ ელგუჯა გრიგალაშვილმა ანგარიში 32-ე წუთზე გაათანაბრა. გამარჯვების გოლი ნიკა საბანაძემ გაიტანა, თუმცა მატჩის ბოლომდე "კოლხეთს" ქულის აღების შანსი ჰქონდა.

"ზუგდიდმა" მხოლოდ მატჩისმიწურულს გატეხა "სიონის" წინააღმდეგობა, რომელიც მე-6 წუთიდან ათი კაცით თამაშობდა. ირაკლი ქობალიამ 82-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო შოთა ლომიამ უკვე დამატებით დროში გაუფორმა გუნდს მოგება - 2:0. მოულოდნელად დამარცხდა "ზესტაფონი" "ვიტ-ჯორჯიასთან" - 1:2. ტურის ბოლო მატჩში "მერანმა" ბათუმის "დინამო" დაამარცხა - 3:1.

მე-18 ტურის შედეგები
"მერანი" 3-1 "დინამო ბათუმი"
"ზუგდიდი" 2-0 "სიონი"
"მეტალურგი" 0-2 "დილა"
"ტორპედო" 2-1 "კოლხეთი
"ზესტაფონი" 1-2 "ვიტ-ჯორჯია"
"დინამო თბილისი" 5-2 "ჩიხურა"

სატურნირო მდგომარეობა
საქართველოს ჩემპიონატი. მე-18 ტურის შეჯამება

ვიდეო მასალა

"დინამო" 5:2 "ჩიხურა"


"ტორპედო" 2:1 "კოლხეთი"


"ზესტაფონი" 1:2 "ვიტ-ჯორჯია"


"მეტალურგი" 0:2 "დილა"
ნანახია: 242 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: