თბილისის "დინამო" ლიდერობას განაგრძობს, გორის "დილამ" ზედიზედ მე-10 მატჩის მოგება მოახერხა.
მე-14 ტურის ყველაზე შედეგიან შეხვედრაში თბილისის "დინამომ" ჯაბა დვალის და ჩისკო მუნიოსის დუბლის წყალობით ბათუმის "დინამო" დაამარცხა - 5:3.
მართალია სტუმრები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებაზე დედაქალაქური კლუბი უკვე დიდი უპირატესობით გავიდა. ჯერ ლევან ხმალაძემ აღადგინა წონასწორობა, ჩისკომ მასპინძლები წინ გაიყვანა, შემდეგ კი საუკეთესო ბომბარდირმა, ჯაბა დვალმა, დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 2 წუთიან ინტერვალში, ბათუმელთა მოთამაშე თორნიკე ბერიძემაც გაიფორმა დუბლი და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. ტაბლოზე საბოლოო შედეგი მატჩის მიწურულს ესპანელმა ჩისკომ დააფიქსირა.
"დილა" ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. გორელებმა გასვლაზე "სიონი" დაამარცხეს და ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვეს, რაც დამეთანხმებით და ბრწყინვალე შედეგია. ირაკლი მოდებაძის და გიორგი ონიანის გოლების წყალობით გიორგი დარასელიას გუნდმა პირველ წრეში განცხდილი მარცხის გამო რევანში აიღო. "დილას" მხოლოდ ერთი გამარჯვება აკლია, რათა "ზესტაფონის" რეკორდი გაიმეორეს, რომელიც 11 მოგებული მატჩისგან შედგება.
"ჩვენი შედეგი დამოკიდებულია არა ჩემზე, არამედ მთელ გუნდზე. როდესაც "დილას" თავკაცი გავხდი, ყველა შესაძლებლობა გვქონდა, რომ გუნდური თამაში გაგვეუმჯობესებინა. სეზონის დავალება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩს მოვიგებთ." - განაცხადა უეფასთან ინტერვიუში გორელთა თავკაცმა.
"ჩიხურამ" "ვიტ-ჯორჯია" გაანდგურა (4:0), რისი წყალობითაც 26 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს იყოფს "ზუგდიდთან" და "ტორპედოსთან" ერთად. "ზუგდიდმა" აუთსაიდერი "კოლხეთი" დაამარცხა, რომელმაც მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე დაითხოვა. მატჩში ერთადერთი გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა. ასევე მინიმალური სხვაობით მოუგო "ზესტაფონმა" ქუთაისის "ტორპედოს".
ბოლოს, ნულოვანი ფრით დასრულდა "მერანის" და რუსთავის "მეტალურგის" დაპირისპირება. ამით ვიცე-ჩემპიონმა კიდევ უფრო გაირთულა ექვსეულში მოხვედრის შესაძლებლობა.
სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები
ჯაბა დვალი ("დინამო თბილისი") - 12
ჩისკო მუნიოსი ("დინამო თბილისი") - 8
მიკელ ალვარო ("დინამო თბილისი") - 8
ნიკა საბანაძე ("ტორპედო ქუთაისი") - 7
რევაზ ჯიქია ("სიონი") - 6