საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება. პირველ დღეს ტურის ცენტრალური შეხვედრა "ზუგდიდსა" და თბილისის "დინამოს" შორის შედგება. სხვა შეხვედრებიდან, პირველ რიგში, გამოსარჩევი "ჩიხურასა" და "მეტალურგის" დაპირისპირებაა. რუსთაველებმა, "ზესტაფონის" მსგავსად, ამ სეზონში უკვე მოასწრეს მთავარი მწვრთნელის შეცვლა. საჩხერეში გუნდს, კობა ჟორჟიკაშვილის ნაცვლად,გიორგი ყიფიანი უთავკაცებს.
6 ოქტომბერი
განმუხური, ცენტრალური სტადიონი. 15:00
"ზუგდიდი" – თბილისის "დინამო"
ზუგდიდელებს შინ რთული თამაში ელით, თუმცა წინა ტურში მარტვილში მოგების ფონზე, ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან. "დინამომ", როგორც იქნა ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა და სამი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე მყოფ "ტორპედოს", ახლა შეეცდება სხვაობა უფრო გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ ამ ორ გუნდს ჩემპიონატში ჯერჯერობით, მხოლოდ თითო-თითო წაგება აქვთ. განსხვავება ისაა, რომ ზუგდიდელები ბევრ ფრეს თამაშობენ, "დინამო" კი - იგებს. უნდა ითქვას ალექსანდრე კოშკაძის ფაქტორიც, რომელიც წინა წელს დინამოელთა კაპიტანი იყო, ახლა კი მეტოქედ დაუხვდება ყოფილ გუნდს.
ფოთი, ცენტრალური სტადიონი. 15:00
"კოლხეთი" – "მერანი"
წლევანდელ ჩემპიონატში "კოლხეთი" ცუდად ასპარეზობს. იმდენად ცუდად, რომ ჯერ სამი ქულა თავის აქტივში არ ჩაუწერია. თუ ვინმესთან შეიძლება ამ გუნდმა გამარჯვება დაგეგმოს, ეს, პირველ რიგში, გასვლაზე უსუსურად მოთამაშე მარტვილის "მერანი" უნდა იყოს. მარტვილელები შინ რომ ტოლ-სწორად ეთამაშებიან ნებისმიერ მეტოქეს კარგია, თუმცა გასვლაზე მათი შედეგები სავალალოა. ოთხ შეხვედრაში გატანილი მხოლოდ ერთი ბურთი და აღებული ნული ქულა ყველაფერზე მეტყველებს. ფოთელებს "მერანის" გასვლაზე სუსტი თამაში ნამდვილად შეუძლიათ თავის სასიკეთოდ გამოიყენონ და სულაც არაა გამორიცხული, მე-9 ტურში პირვლი გამარჯვება იზეიმონ.
7 ოქტომბერი
სოფ. ივანწმინდა. 15:00
"ჩიხურა" – "მეტალურგი"
მე-9 ტურია და "ჩიხურა" შინ მხოლოდ მესამე შეხვედრას ატარებს. საჩხერლებმა სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა სამი თამაშია გამარჯვების მოპოვება უჭირთ. ბოლო ორ შეხვედრაში არ წაუგიათ, მაგრამ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს. ასე არის "მეტალურგიც", ორი შეხვედრაა გოლი არ გაუტანიათ, სამაგიეროდ თავად ხუთი გაუშვეს. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი მთავარი მწვრთნელის გადადგომისა, ესეც არის. როგორ ითამაშებს სტუმრად, საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, გიორგი ყიფიანის თავკაცობით "მეტალურგი", კვირას გამოჩნდება.
გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი. 15:00
"დილა" - ბათუმის "დინამო"
ხუთი შეხვედრაა გოლი არ გაუშვიათ, ოთხი თამაში ზედიზედ მოიგეს, თანაც უშუალო კონკურენტებთან. ვინ იქნება "დილას" გამჩერებელი ?! ამ გუნდმა მოუმატა, ათამაშდა და შედეგიც გამოჩნდა. საკუთარ მოედანზე "დინამოსთანაც" ფავორიტად ითველება და ძნელი წარმოსადგენია, ბათუმელებმა თუნდაც ქულის წამოღება მოახერხონ. ისე კი, თავის მხრივ, "დინამოსაც" კარგი პერიოდი უდგას. ბოლო ორი შეხვედრა საკუთარ სტადიონზე გამართეს და 3-1, 4-0 იმარჯვეს. აღსანიშნავია, ბათუმლების ფორვარდი მიხეილ ჯორბენაძე, რომელიც ჯაბა დვალთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. სავარაუდოდ, გორელთათვის ყველაზე სახიფათო სწორედ ის იქნება.
მცხეთა, "მცხეთა პარკი". 15:00
"ვიტ ჯორჯია" – "ტორპედო"
ვიტელებმა რუსთავში გამარჯვებით ექვსმატჩიან მოუგებელ სერიას თავი დააღწიეს. ახლა მათი მეტოქე "ტორპედოა" და გაუჭირდებათ, თუმცა წარმატებული სვლის გაგრძელებას შეეცდებიან. ქუთაისელებზე შექებამ და ჩემპიონატის ფავორიტად დასახელებამ ცუდად იმოქმედა. გეგუჩაძის შეგირდებმა ორი მატჩი ჩააგდეს. "კოლხეთთან" ფრეს რომ თავი დავანებოთ, "დილასთან" შინ მარცხმა და უხეირო თამაშმა გულშემატკივრები გაანაწყენა. ამის გარდა, "ტორპედომ" პირველი ადგილი დაკარგა და "დინამოს" შანსი მისცა სამქულიანი უპირატესობა მოეპოვებინა. ამიტომ მცხეთაში გამარჯვებას ეცდება.
ბოლნისი, ცენტრალური სტადიონი. 15:00
"სიონი" – "ზესტაფონი"
ხუთი მატჩია ბოლნისელებს არ მოუგიათ, წინა ტურში კი სულაც განადგურდნენ "დინამოსთან" - 7-2. ახლა საშინაო კედლებში უნდა ეცადონ სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა ისეთ მეტოქესთან, როგორიც "ზესტაფონია", რამდენად გამოუვათ ძნელი სათქმელია. თავის მხრივ, "ზესტაფონიც" ცუდ დღეშია. გუნდი იმდენ ქულას კარგავს, რომ ლიდერებს ტურიდან ტურამდე უფრო მეტად ჩამორჩება და ასე გაგრძელების შემთხვევაში ტიტულის შენარჩუნება გაუჭირდება.
ბომბრადირები: 6 – მიხეილ ჯორბენაძე ("დინამო" ბათუმი), ჯაბა დვალი ("დინამო" თბილისი); 5 - რევაზ ჯიქია ("სიონი"); 4 – ჩისკო, გიორგი მერებაშვილი, ალვარო ( სამივე "დინამო" თბილისი), 3 – დავით ოდიკაძე ("ჩიხურა"), დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი"), გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე ( ორივე "ტორპედო"), ლევან ხმალაძე ("დინამო" თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე ("ვიტ ჯორჯია")
ოთარ მუმლაძის ფოტო

წყარო: გიორგი ბაბუნაშვილი, Geosports.ge