10:38 AM
საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი გაერთიანებულ ჩემპიონატს ქმნიან?!



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემა "არენაში” საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული პრემიერლიგის შესახებ განაცხადა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა – ლევან ფანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. დავით მინაშვილის კითხვაზე, რა მოხდა ფანიაშვილთან დაკავშირებით, სიჭინავამ სწორედ ამ სიახლით გასცა პასუხი.

მისი თქმით, ლევან ფანიაშვილი აღნიშნულ პროექტშია ჩართული. ზვიად სიჭინავას განცხადებით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, გაერთიანებული პრემიერლიგის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მლნ დოლარი დასჭირდება. ამ ეტაპზე ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსში უეფასაც მალე ჩააყენებენ.

სფფ-ს ხელმძღვანელის თქმით, გაერთიანებულ პრემიერლიგაში თითოეული ქვეყნიდან 6-6 გუნდი ისაპარეზებს. ამ პროექტში მნიშვნელოვანია მედიის როლი, რადგან მატჩები უნდა გაშუქდეს, პოპულარიზაციის მიზნით. სიჭინავას განცხადებით, აზერბაიჯანი უკვე მზად არის საქართველოსთან ერთად შექმნას პრემიერლიგა, ყაზახეთთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ პროექტის განხორციელებამდე კი 1 წლის განმავლობაში საცდელი პერიოდი იქნება, სადაც გამოიკვეთება ტურნირის ავ-კარგიანობა.

მსგავსი პროექტის შესახებ პირველად რუსეთმა და უკრაინამ განაცხადეს, ამ საკითხს უეფა განიხილავს. მათი ბიუჯეტი 1 მლრდ დოლარია. როგორც სიჭინავამ თქვა, გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც სურთ.

ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: